<p>ჩვენთვის განსაკუთრებული დღე - ოფიციალურად გაიხსნა Next Level Academy 🚀
ეს არ არის მხოლოდ ახალი სივრცის გახსნა. ეს არის დიდი შრომის, რწმენის, სირთულეების გადალახვის და ოცნების რეალობად ქცევის შედეგი. გზა მარტივი არ ყოფილა.
გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.
დიდი მადლობა ყველას, ვინც გახსნაზე მოხვედით და ეს დღე ჩვეენთვის კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი გახადეთ. თქვენი მხარდაჭერა, პოზიტივი და კეთილი სიტყვები ნამდვილად იგრძნობოდა და ჩვეენთვის ძალიან ძვირფასია.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც ჩვეენთვის სჯერა, ვინც გვერდით გვიდგას და ნდობას გვიცხადებს. თქვენი რწმენა არის ის ძალა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ყოველთვის წინ წავიდეთ.
Next Level Academy არ არის უბრალოდ სასწავლებელი - ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები იზრდებიან, ვითარდებიან და საკუთარ პოტენციალს ახალ დონეზე აჰყავთ. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით.
ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ბევრი გეგმა, მიზანი და წარმატება გველოდება.
მადლობა, რომ ამ გზის ნაწილი ხართ. ❤️
Next Level იწყება აქ 💫
მცირედი ინფორმაცია, Next Level Academy-ს შესახებ 🤏
Next Level Academy წარმოადგენს თანამედროვე სასწავლო სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია მაღალმოთხოვნად და პრაქტიკულ ციფრულ პროფესიებზე. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა შეიძინოს რეალური, ბაზარზე მოთხოვნადი უნარები და გახდეს კონკურენტუნარიანი როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
1. Front-End Developer
ვიზუალური ვებგვერდების შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით (HTML, CSS, JavaScript, React და სხვა). სტუდენტები სწავლობენ, როგორ ააგონ მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და ინტუიციური ინტერფეისები.
2. Back-End Developer
ვებაპლიკაციების “შიდა” ლოგიკის შექმნა. მოიცავს სერვერებთან მუშაობას, მონაცემთა ბაზებს (Node.js, Python, PHP და სხვა) და უსაფრთხო სისტემების აგებას.
3. Graphic Designer
ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნება. ბრენდინგი, სოციალური მედიის დიზაინი, ლოგოები, რეკლამები და UI ელემენტები — ყველაფერი, რაც ვიზუალურად გადმოსცემს იდეას.
4. Copywriter
ტექსტების შექმნა, რომელიც ყიდის და გავლენას ახდენს. რეკლამები, პოსტები, ვებკონტენტი — სწორი სიტყვების შერჩევა სწორი შედეგისთვის.
5. Social Media Manager
ბრენდის მართვა სოციალურ ქსელებში. კონტენტის დაგეგმვა, აუდიტორიის ზრდა, ჩართულობის გაზრდა და სტრატეგიის შექმნა.
6. Ads Manager (Digital Advertising Specialist - Meta)
რეკლამების მართვა Facebook, Instagram, Google და სხვა პლატფორმებზე. კამპანიების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და შედეგების ანალიზი.
7. WordPress Developer
ვებსაიტების შექმნა WordPress პლატფორმაზე. თემების და პლაგინების გამოყენება, კასტომიზაცია და ფუნქციონალის განვითარება.
8. WooCommerce (WordPress E-commerce)
ონლაინ მაღაზიების შექმნა და მართვა WordPress-ის საშუალებით. პროდუქტების დამატება, გადახდის სისტემები და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
9. IT Specialist (Information Technology)
ტექნოლოგიური საფუძვლები — კომპიუტერული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარდაჭერა და IT ინფრასტრუქტურა.
10. Computer Systems & Programs
კომპიუტერის შიდა მუშაობის პრინციპები, ოპერაციული სისტემები, პროგრამების გამოყენება და ტექნიკური უნარების განვითარება.
11. Networking (Network Specialist)
ქსელური სისტემების აწყობა და მართვა. ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და ქსელური არქიტექტურა.
12. AI Specialist (Artificial Intelligence)
ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება. ავტომატიზაცია, მონაცემთა ანალიზი და თანამედროვე AI ინსტრუმენტები.
✨ Next Level Academy-ში სწავლა ნიშნავს არა მხოლოდ თეორიას, არამედ რეალურ პრაქტიკას, პროექტებზე მუშაობას და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
შენი Next Level იწყება აქ 💫
Next Level Academy</p>
ჯერ კომენტარი არ არის